გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სამოქმედო გეგმის სტრატეგიაზე იმსჯელა

20-01-2018

უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებმა კომიტეტის სამოქმედო გეგმის პოლიტიკური მიზნები საბოლოოდ ჩამოაყალიბეს და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების შესაბამისი ქმედებები დაგეგმეს.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, დოკუმენტში შესულია ყველა აქტივობა რაც ქვეყნის მთავარ მიზნებს ესადაგება, ეს არის ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ტერიტორიული მთლიანობის საკითხები, პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერება, სტრატეგიული კომუნიკაცია და ა.შ.

„ვასრულებთ მუშაობას სამოქმედო გეგმაზე და ვფიქრობ, რომ ეს დოკუმენტი მნიშვნელოვნად შეუწობს ხელს ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის თანამიმდევრულობას. დიდ მადლობას ვუხდი ჩვენს კოლეგებს, როგორც საპარლამენტო უმრავლესობიდან ასევე, უმცირესობიდან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სამოქმედო გეგმის შემუშავებაში აქტიური ჩართულობისა და მონაწილეობისთვის და გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP-ს) მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930