გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გოგა ხაინდრავა: გვირილები პრეზიდენტთან მიმაქვს, "ნაცმოძრაობისთვის" და "რუსთავი 2"-სთვის "ვენოკი" შევუკვეთე

29-11-2018

კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებულ დამოუკიდებელ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს ამჯერად გვირილების თაიგული მიართვა.

მანვე ზურაბიშვილის გამარჯვებასთან დაკავშირებით ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის კამერასთან კომენტარი გააკეთა.

„დღეს ქართულმა სულმა, ქართულმა ღირსებამ და ხვალინდელმა დღემ გაიმარჯვა.

საქართველომ გაიმარჯვა. ჩეკისტები კი ვერასოდეს ვეღარ გაიმარჯვებენ. საქართველოში საბჭოთა კავშირი ვეღარასოდეს დაბრუნდება. ეს გვირილების თაიგული საქართველოს პრეზიდენტისთვის მიმაქვს, ხოლო "რუსთავი 2"-ს და "ნაციონალურ მოძრაობას" გული რომ არ დაგწყდეთ, თქვენთვის "ვენოკი" მაქვს შეკვეთილი", - განაცხადა ხაინდრავამ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31