გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ჩიხელიძე ნატა ფერაძისა და გიორგი ჩუბინიძის დაპირისპირებაზე: გერმანიაში ერთმა აკაცუკმა მეორეს უჩივლა, თან სიამაყით დაამატა, რომ Facebook-ზე შეურაცხყოფა გერმანიაში სისხლის სამართლის დანაშაულია,

18-09-2026

ექსპერტი დავით ჩიხელიძე, სამოქალაქო აქტივისტ ნატა ფერაძისა და ისტორიკოს გიორგი ჩუბინიძის დაპირისპირებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და ყურადღებას ამახვილებს გერმანიაში Facebook-ზე გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებების სამართლებრივ რეგულირებაზე.


როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, ნატა ფერაძეს დასჯიან თუ არა, ეს მეორეხარისხოვანი საკითხია, მთავარია ის, რომ გერმანიაში შეურაცხყოფისა და სიძულვილის შემცველი ქმედებები სისხლის სამართლის დანაშაულად კვალიფიცირდება.


მისივე შეფასებით, აღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში მოქმედი რეგულაცია, რომელიც სიძულვილის ენის აღკვეთისკენ არის მიმართული, სრულად პასუხობს დღევანდელ გამოწვევებს, ემსახურება დემოკრატიის განმტკიცებას და ადამიანის უფლებებს არ ზღუდავს.


„მოკლედ, რა ხდება: გერმანიაში ერთმა აკაცუკმა მეორე აკაცუკს უჩივლა, თან სიამაყით დაამატა, რომ Facebook-ზე შეურაცხყოფა გერმანიაში სისხლის სამართლის დანაშაულია, (დადასტურების შემთხვევაში) ანუ ის, რაც საქართველოში „რეპრესიულ კანონად“ ცხადდება, გერმანიაში თურმე დემოკრატიული სახელმწიფოს მდგენელი ყოფილა. ეს არის აკაცუკის რეალური სახე, აკაცუკი იმაში, რასაც საქართველოში სიბნელედ და რეპრესიად წარმოაჩენს, დასავლეთში დემოკრატიის მანათობელ შუქურას ხედავს. ნატა ფერაძეს დასჯიან თუ არა, ეს მეორე ხარისხოვანი საკითხია. აქ მთავარი ფაქტია: გერმანიაში შეურაცხყოფისა და სიძულვილის შემცველი ქმედებები სისხლის სამართლის დანაშაულად კვალიფიცირდება! აღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში მოქმედი რეგულაცია, რომელიც სიძულვილის ენის აღკვეთისკენ არის მიმართული, სრულად პასუხობს დღევანდელ გამოწვევებს, ემსახურება დემოკრატიის განმტკიცებას და ადამიანის უფლებებს არ ზღუდავს,“ - წერს ჩიხელიძე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930