გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: 2012 წლიდან დღემდე სხვადასხვა სამთავრობო პროგრამით, 45 000-ზე მეტ ოჯახს საკუთრებაში გადაეცა ახალი, კეთილმოწყობილი ბინა, ჩვენთვის დევნილებზე ზრუნვა ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია

19-09-2026

მთლიანობაში, 2012 წლიდან დღემდე სხვადასხვა სამთავრობო პროგრამით, 45 000-ზე მეტ ოჯახს საკუთრებაში გადაეცა ახალი, კეთილმოწყობილი ბინა. დაიხურა 450-მდე მძიმე, ავარიული, ე.წ. კომპაქტური განსახლების ობიექტი და ათასობით ადამიანმა საბოლოოდ დააღწია თავი გაუსაძლის პირობებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დევნილებისთვის ბინების გადაცემის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


მისივე თქმით, წელს მხოლოდ ამ მიმართულებით 240 მილიონი ლარი დაიხარჯება, ხოლო მომავალ წელს ეს დაფინანსება კიდევ უფრო მეტად გაიზრდება.


"თუ 2012 წელს მთელი სამინისტროს ბიუჯეტი 25 მილიონი ლარი იყო, რაც აისახებოდა, ბუნებრივია, პროგრამების მოცულობაზე უარყოფითად, წელს მხოლოდ ამ მიმართულებით 240 მილიონ ლარს ვხარჯავთ, ხოლო მომავალ წელს ეს დაფინანსება კიდევ უფრო გაიზრდება, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენთვის დევნილების განსახლება, დევნილებზე ზრუნვა ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია და, რა თქმა უნდა, დარჩება ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად. ჩვენ ვიცით, რომ თქვენ გაიარეთ ძალიან რთული გზა გაიარეთ და ძალიან ბევრი წლის განმავლობაში ელოდებოდით ღირსეულ საცხოვრებელს. მინდა, მოგილოცოთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღე, გისურვებთ მშვიდობასა და კეთილდღეობას,"- აღნიშნა პრემიერმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930