გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლადო სადღობელაშვილი გიორგი გველესიანის მიმართ ბულინგზე: მიუღებელია სპორტსმენებზე პოლიტიკური წნეხი და მათი იძულება, იმოქმედონ ვიწროპარტიული და უცხოეთიდან ანგაჟირებული აგენტურის დღის წესრიგით, გიორგის პოზიცია აჩვენებს, რომ მას აქვს საკუთარი ხედვა

20-09-2026

ბოლო დღეებში ვადევნებთ თვალს მორიგ ბულინგისა და კრიტიკის ტალღას, რომელიც ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის გიორგი გველესიანის მისამართით აგორდა. ადამიანი, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სახელით იბრძოლა და ქვეყანას უდიდესი სიხარული მოუტანა, დღეს თავდასხმის ობიექტი გახდა მხოლოდ იმის გამო, რომ გაბედა, დასვა კითხვები და დააფიქსირა თავის პოზიცია, - წერს ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში.


მისივე თქმით, მიუღებელია სპორტსმენებზე პოლიტიკური წნეხი და მათი იძულება, იმოქმედონ ვიწროპარტიული და უცხოეთიდან ანგაჟირებული აგენტურის დღის წესრიგით. რაც შეეხება გველესიანს, ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ მისი პოზიცია აჩვენებს, რომ აქვს საკუთარი, დამოუკიდებელი ხედვა და არ ერიდება მის დაფიქსირებას.


მისივე შეფასებით, განსხვავებული აზრის გამო ადამიანის „მოღალატედ“ გამოცხადება, ან მისთვის იარლიყების მიწებება დემოკრატიულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება.


„აზრის გამოხატვის თავისუფლება და საკუთარი ხედვა არ არის დანაშაული! ბოლო დღეებში ვადევნებთ თვალს მორიგ ბულინგისა და კრიტიკის ტალღას, რომელიც ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის გიორგი გველესიანის მისამართით აგორდა. ადამიანი, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სახელით იბრძოლა და ქვეყანას უდიდესი სიხარული მოუტანა, დღეს თავდასხმის ობიექტი გახდა მხოლოდ იმის გამო, რომ გაბედა, დასვა კითხვები და დააფიქსირა თავის პოზიცია! როდესაც სპორტსმენი სვამს კითხვას, თუ რა გავლენას მოახდენს ესა თუ ის პოლიტიკური, ან ეკონომიკური ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის მომავალზე, ეს ჯანსაღი, მოქალაქეობრივი აზროვნების გამოვლინებაა და არა კრიტიკის მიზეზი. მე დარწმუნებული ვარ, ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი ფიქრობს ამ საკითხზე. 


მიუღებელია სპორტსმენებზე პოლიტიკური წნეხი და მათი იძულება, იმოქმედონ ვიწროპარტიული და უცხოეთიდან ანგაჟირებული აგენტურის დღის წესრიგით. გიორგის პოზიცია აჩვენებს, რომ მას აქვს საკუთარი, დამოუკიდებელი ხედვა და არ ერიდება მის დაფიქსირებას, რაც მისასალმებელია! განსხვავებული აზრის გამო ადამიანის „მოღალატედ“ გამოცხადება, ან მისთვის იარლიყების მიწებება ეწინააღმდეგება იმ დემოკრატიულ ღირებულებებს, რომლებზეც ყველა ვთანხმდებით. ჩვენ ვალდებულები ვართ, პატივი ვცეთ თითოეული მოქალაქის, მათ შორის ჩვენი სპორტსმენების უფლებას, ჰქონდეთ საკუთარი მოსაზრება და თავისუფლად გამოხატონ იგი! 


სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ გიორგის და მადლობა იმ თავგანწირული თამაშისთვის, რაც მან გვანახა ეროვნული ნაკრების მაისურით!“, - წერს სადღობელაშვილი.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930