გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ლატარია: „იმედსა“ და „POSTV“-ის ობიექტურობას უწუნებდა „ლელო“, როგორც კი მათ ვუხსენებდით „TV პირველს“, ხბოს თვალებით გვპასუხობდნენ - რას ამბობთ, რა შუაშია „ლელო“ და „TV პირველიო“? ხოდა, ახლა პირდაპირ პრესსამსახურად გაიფორმეს „TV პირველი“

24-09-2026

ექსპერტი ირაკლი ლატარია „TV პირველის“ დირექტორად პარტია „ლელოს“ პრესსამსახურის ხელმძღვანელის დანიშვნას სოციალურ ქსელში ეხმიანება.


როგორც ლატარია წერს, პარტია „ლელო“ ყველაზე მეტად „იმედისა“ და „POSTV“-ის ობიექტურობას იწუნებდა, ხოლო „TV პირველთან“ პარტიის კავშირის შესახებ კითხვებს უარყოფდა, ამ ფონზე კი, თავად პირდაპირ პრესსამსახურად გაიფორმეს „TV პირველი“.


„ყველაზე მეტად „იმედსა“ და „პოს ტივის“ ობიექტურობას უწუნებდა პარტია „ლელო“. როგორც კი მათ ვუხსენებდით „TV პირველს“, ხბოს თვალებით გვპასუხობდნენ: რას ამბობთ, რა შუაშია „ლელო“ და „TV პირველიო“? ხოდა, არც აციეს, არც აცხელეს და პირდაპირ პრესსამსახურად გაიფორმეს „TV პირველი“. ვინც არ იცით, „TV პირველის“ დირექტორად პარტია „ლელოს“ პრესსამსახურის უფროსი დაინიშნა. რომ უარყოფდნენ, არაო, ეგ თვალები გამახსენდა ახლა. რას ამბობთ, „თიბისი“ როდის ართმევდა მოქალაქეებს ბინასო, ეს ხომ გახსოვთ? ხოდა, ახლა მეორე უკიდეგანოდ უტიფრობა დაიკანონეს... მელაძე რატომ ჩატეხეთ, თქვე არასწორებო?“, - წერს ლატარია.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031