16-10-2026
მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით, კასპის მუნიციპალიტეტში ჯანდაცვისა და სოციალური დახმარების პროგრამით 3 540-მა ადგილობრივმა მცხოვრებმა ისარგებლა, მათ შორის 376-მა დევნილმა ოჯახმა. გაცემული დახმარების ჯამურმა ოდენობამ 1 519 987 ლარი შეადგინა, რაც გასული წლების მაჩვენებლებს მნიშვნელოვნად აღემატება.
შედარებისთვის, 2021 წელს პროგრამის საწყისი ბიუჯეტი 995 000 ლარი იყო, ხოლო 2026 წელს 1 500 000 ლარს მიაღწია (ზრდამ 505 000 ლარი შეადგინა). საჭიროების შემთხვევაში, ბიუჯეტი წლის განმავლობაშიც იზრდება, რათა თითოეული მოქალაქის განაცხადი მაქსიმალურად დაკმაყოფილდეს.
ამ ეტაპზე პროგრამა 35 სხვადასხვა მიმართულებას (მუხლს) მოიცავს. მათ შორის:
* კომპიუტერული ტომოგრაფია;
* ბირთვულ-მაგნიტურ-რეზონანსული (მრტ) კვლევა;
* კოლონოსკოპია და სცინტიგრაფია, პეტ-კტ კვლევის დაფინანსება;
* ონკოლოგიური პაციენტების სამედიცინო და მედიკამენტოზური დახმარება;
* კარდიოქირურგიული ოპერაციებისა და პროცედურების თანადაფინანსება;
* მედიკამენტებით უზრუნველყოფა და ქრონიკულად დაავადებულ პირთა დახმარება;
* მრავალშვილიანი ოჯახებისა და მარტოხელა მშობლების მხარდაჭერა;
* ერთჯერადი სოციალური დახმარება მესამე და მომდევნო შვილის შეძენისას;
* მხედველობით მკვეთრად გამოხატული შშმ პირთა დახმარება;
* სტუდენტების დახმარება;
* საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლ შშმ ვეტერანთა მხარდაჭერა;
* იძულებით გადაადგილებული ოჯახების სააღდგომო სურსათით უზრუნველყოფა და სხვა.
სპეციალურად შექმნილი კომისია პერიოდულად განიხილავს თითოეული მოქალაქის განაცხადს და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.
პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციისა და კასპის მერიაში წარსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალის სანახავად ეწვიეთ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამის დადგენილებას:
🔗 https://matsne.gov.ge/ka/document/view/6705982?publication=0
13-05-2026
9-10-2026
14-10-2026