გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მედია: BLACKROCK-ის აქტივების რეკორდული მოცულობა აშშ-ის ეკონომიკის ნახევარს შეადგენს

17-10-2026

BlackRock-ს ახლა ისეთი ოდენობის აქტივები აქვს, რომელიც აშშ-ის ეკონომიკის ნახევარს უტოლდება, - ამის შესახებ ამერიკული წამყვანი ფინანსური და ეკონომიკური საინფორმაციო სააგენტო MarketWatch წერს და უმსხვილესი საინვესტიციო და აქტივების მართვის გიგანტის, BlackRock-ის ფინანსურ შედეგებს აქვეყნებს.


BlackRock-მა მესამე კვარტალი მართვის ქვეშ არსებული აქტივების რეკორდული მაჩვენებლით - 15,49 ტრილიონი დოლარით დაასრულა, რაც აშშ-ის მთლიანი ეკონომიკის, დაახლოებით ნახევარია.


კვარტლის განმავლობაში კლიენტების მხრიდან წმინდა შემოდინებამ 205 მილიარდი დოლარი შეადგინა, ხოლო ბოლო 12 თვის განმავლობაში - 869 მილიარდი დოლარი.


განსაკუთრებით ძლიერი ზრდა დაფიქსირდა iShares-ის მიმართულებით: მისმა წამყვანმა ETF-ებმა (ბირჟაზე მოვაჭრე ფონდებმა), თითქმის 135 მილიარდი დოლარი მოიზიდა.


BlackRock-ის შემოსავალი 19%-ით გაიზარდა და 7,75 მილიარდი დოლარი შეადგინა, ხოლო კორექტირებულმა მოგებამ თითო აქციაზე 15,93 დოლარს მიაღწია. კომპანიამ ასევე განახორციელა საკუთარი აქციების გამოსყიდვა 550 მილიონი დოლარის ოდენობით.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031