გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საკრებულოს დეპუტატის, ლევან დავითაშვილის წარმომადგენლებმა დამსახურებულ პედაგოგს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს

31-12-2020

თბილისის საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის ლევან დავითაშვილის წარმომადგენლობა დამსახურებულ პედაგოგს ესტუმრა.

მაჟორიტარის ინიციატივით წარმომადგენლობამ ვაზისუბანში მცხოვრები 139-ესაჯარო სკოლის დამსახურებული პედაგოგი მოინახულა, დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და საახალწლო ნობათი გადასცა.

ქალბატონი ნონა კვასხვაძე ერთ-ერთი დამსახურებული პედაგოგია, რომელიც 45 წელი ემსახურა სკოლას და არაერთი წარმატებული თაობა აღზარდა.

წარმომადგენლობამ, ლევან დავითაშვილის სახელით, პედაგოგს სამშობლოს წინაშე გაწეული ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადა.

ნონა კვასხვაძის თქმით, საკრებულოს ისნის რაიონის დეპუტატი ყურადღების მიღმა მას არასდროს ტოვებს და სხვადასხვა საკითხის გადაჭრაშიც არაერთხელ დახმარებია.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930