გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბოლო 24 საათში კოვიდ ვირუსით ინფიცირების 990 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 265 პირი

1-01-2021

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 8 016 კვლევა ტესტით, მათ შორის 3 800 კვლევა ანტიგენის ტესტით და 4 216 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 990 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 228 410-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 265 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 214 992-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 23 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 528 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 990 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 426 შემთხვევა, აჭარა - 72, იმერეთი - 167, ქვემო ქართლი - 65, შიდა ქართლი - 83, გურია - 15, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 68, კახეთი - 54, მცხეთა-მთიანეთი - 29, სამცხე-ჯავახეთი - 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 10 864, საიდანაც, 4 664 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 236, აჭარაში - 397, იმერეთში - 931.ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 921 პირი, მათ შორის, თბილისში - 436, აჭარაში - 91, იმერეთში - 232. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 322 პირი, მათგან თბილისში - 197, აჭარაში - 25, იმერეთში - 47. 858 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 242 - თბილისში, 457 - აჭარაში, 53 - იმერეთში. 5 342 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 415 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 156, აჭარაში - 72, ხოლო იმერეთში - 68.

სულ 6 ოქტომბრიდან - 31 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 21 136 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 30 732 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 17 946 პირი, აჭარაში - 2 800, იმერეთში - 3 382.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, გაამართლა თუ არა ტაქსების რეფორმამ დედაქალაქში?

სხვა გამოკითხვები

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2021    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31