გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილს საფრანგეთის საპატიო ლეგიონის კავალერის ტიტულის მინიჭებას ულოცავს

6-01-2021

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ბიძინა ივანიშვილს, საფრანგეთის საპატიო ლეგიონის კავალერის ტიტულის მინიჭებას ულოცავს.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, საფრანგეთის საპატიო ლეგიონის კავალერის ტიტული პატივია არა მხოლოდ იმ ადამიანისთვის, ვისაც ენიჭება, არამედ იმ ქვეყნისთვის ვისაც ის წარმოადგენს.

„საფრანგეთის საპატიო ლეგიონის კავალერის ტიტული პატივია არა მხოლოდ იმ ადამიანისთვის, ვისაც ენიჭება, არამედ იმ ქვეყნისთვის ვისაც ის წარმოადგენს.

ყველა ჯილდოზე მეტი კი, საკუთარი სამშობლოსთვის გაკეთებული საქმეა. ამ საერთაშორისო აღიარებას ვულოცავ ბიძინა ივანიშვილს და ჩვენს ქვეყანას“, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31