გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სურსათის ეროვნული სააგენტო: საქართველოში ფრინველის გრიპის დადასტურებული შემთხვევა არ ფიქსირდება

24-09-2026

სურსათის ეროვნული სააგენტო, ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ფარგლებში, მუდმივ რეჟიმში ახორციელებს დაავადებებზე ზედამხედველობას და  ლაბორატორიულ კვლევებს, მათ შორის ფრინველის გრიპზე.  ჩატარებული კვლევების შედეგად, საქართველოში ფრინველის გრიპის დადასტურებული შემთხვევა არ აღინიშნება.

აღსანიშნავია, რომ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ბიზნესოპერატორი ვალდებულია, ინფექციური დაავადების ეჭვის ან გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს, რათა სააგენტომ ბიზნესოპერატორთან ერთად,  კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები განახორციელოს.  ამ ეტაპზე სააგენტოს რაიმე სახის ინფექციის გავრცელების შესახებ შეტყობინება არ მიუღია.

სურსათის ეროვნული სააგენტო ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებს მეფრინველეობის დარგის წარმომადგენლებთან კომუნიკაციასა და მონიტორინგს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031