გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კირცხალია საიას ანგარიშზე: სად მაშინდელი ციხე და სად დღევანდელი, ზოგი მაცივრით რომ გამორბის და ზოგი ტელევიზორით, ის ჰუმანური მიდგომები, რაც არის პენიტენციურ სისტემაში, ამას ანგრევენ, იმ შედეგზე უნდათ ჩრდილის მიყენება, რომელსაც დღეს მივაღწიეთ

1-10-2026

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალია გადაცემაში „ღამის კურიერში“ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ გაეროს სპეციალური მომხსენებლისთვის გაგზავნილ ანგარიშს გამოეხმაურა, რომელიც ციხის პოპულაციის ზრდას ეხება.


კირცხალიას შეფასებით, საიას ანგარიში ქვეყნის და პენიტენციური სისტემის წინააღმდეგ მიმართული მორიგი ცრუ დასმენაა.


„ცრუ დასმენები ყოველთვის გაგრძელდება. სად მაშინდელი ციხე და სად დღევანდელი! სწორედ ამიტომ მიდის მიზანმიმართული შეტევა პენიტენციურ სისტემაში არსებულ დღევანდელ მდგომარეობაზე. ყველამ ვნახეთ ის კადრები, ზოგი მაცივრით რომ გამორბის და ზოგი ტელევიზორით. თურმე ვიღაც ფეხბურთს ვერ უყურებს, სადღაც რამდენიმე დღით წვენს დააგვიანდა... ასეთი პრეტენზიები აქვთ იმ ციხეებთან დაკავშირებით, სადაც ადრე მიცვალებულებს აბამდნენ საკნებში და წამებით, 10-კაციან კარანტინში 70-80 კაცი იდგა. დღეს ეს ხალხი ე.წ. „დანოსებით“ გამოდის. ისინი ურტყამენ იმას, რაც ჩვენ ვაშენეთ. 2012 წლიდან „ქართული ოცნების“ მთავარი ღირებულება ადამიანი და მისი უფლებებია. სწორედ იმ ჰუმანურ მიდგომებსა და სტანდარტებს ებრძვიან, რაც დღეს პენიტენციურ სისტემაშია და რასაც იუსტიციის სამინისტრო ხელმძღვანელობს. სურთ, ნაშენები დაანგრიონ და ჩრდილი მიაყენონ იმ შედეგს, რომელსაც მივაღწიეთ“, - აღნიშნა კირცხალიამ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031