გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ცოტნე ანანიძე ბურჭულაძის შვილის განცხადებაზე: სჭირდებათ აქციაზე დაკავებულები ციხეში იყვნენ, რომ გარეთ „ოპოზიციამ ვირტუალურად იარსებოს” - ამიტომ, აშავებენ „დაპროცესებულებს”

6-10-2026

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე პაატა ბურჭულაძის შვილის, შუქრი ბურჭულაძის მიერ, მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძის მისამართით გამოთქმულ კრიტიკას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აცხადებს, რომ ოპოზიციას, „ვირტუალური არსებობისთვის” ეს ადამიანები ციხეში სჭირდება.


ანანიძის შეფასებით, სწორედ ამის გამო „აშავებენ” იმ პატიმრებს, ვინც დანაშაულს აღიარებს და საპროცესო შეთანხმებას ითხოვს.


„სჭირდებათ აქციაზე დაკავებულები ციხეში იყვნენ, რომ გარეთ „ოპოზიციამ ვირტუალურად იარსებოს”. ამიტომ აშავებენ დაპროცესებულებს,” - წერს ცოტნე ანანიძე.


ცნობისთვის, შუქრი ბურჭულაძემ, ზოდელავა და ბერიძე, „ფარ-ხმლის უღირსად დაყრასა” და თანამებრძოლების მიტოვებაში დაადანაშაულა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031