გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით სონღულაშვილი: მოტივაცია გავაჩინეთ, რომ მევენახემ რაც შეიძლება მაღალი ხარისხის ყურძენი მოიყვანოს

9-10-2026

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა მევენახეების პროტესტის წინაპირობებისა და ყურძნის ხარისხის მიხედვით დიფერენცირების შესახებ ისაუბრა.


„პროტესის ორგანიზება სხვადასხვა ჯგუფების საშუალებით მოხდა და იყო მოწოდებები, რომ შეკრებილიყვნენ. 30 თეთრად ჩასაბარებელი ყურძენი, ღვინისა და სპირტის წარმოებისთვის გამოუსადეგარია“,-განაცხადა დავით სონღულაშვილმა.


მინისტრმა ყურადღება  ყურძნის ხარისხობრივი კატეგორიების მიხედვით შეფასების მნიშვნელობაზეც გაამახვილა.


დავით სონღულაშვილის განმარტებით, ვენახის მოვლა დიდ ფიზიკურ შრომას მოითხოვს, ამიტომ მნიშვნელოვანია, მევენახემ მიღებული მოსავლის ხარისხის შესაბამისი ანაზღაურება მიიღოს. მისი თქმით, ყურძნის ხარისხობრივი დიფერენციაციის მიზანი სწორედ მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოების წახალისება და მევენახეებისთვის შესაბამისი მოტივაციის შექმნაა.


„ყურძნის ხარისხობრივი დიფერენციაციით მოტივაცია გავაჩინეთ იმის, რომ მევენახემ რაც შეიძლება მაღალი ხარისხის ყურძენი მოიყვანოს. სხვაობაც იმხელაა საშუალო და უმაღლესი ხარისხის ყურძენს შორის, რომ მევენახე მაქსიმალურად ეცადოს, უმაღლესი ხარისხის მოსავალი მიიღოს“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031